17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილმა მდინარაძე პოლიტიკური პედესტალიდან ჩამოაგდო

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში მამუკა მდინარაძის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

დათუნაშვილის შეფასებით, რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობის დატოვება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო და მას წინ მმართველი პარტიის შიგნით არსებული შეურაცხმყოფელი პროცესები უძღოდა.

„წიხლით დააგორეს მდინარაძე თავისი პოლიტიკური პედესტალიდან. რა შეურაცხყოფაც შეიძლება პოლიტიკოსს მიაყენოს მისმა ლიდერმა, ყველა ეს შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილმა მდინარაძეს უახლოესი 2-3 თვის მანძილზე.

უკანასკნელი რამდენიმე კვირა შემოვლა ჰქონდა მთელ საქართველოში, დადიოდა რეგიონებში, ვიღაცებს თითს უქნევდა, გზები გადათხრილია და არ კეთდებაო… საქმეში იყო და ვერავინ ეტყვის, რომ ეს მამუკა მდინარაძის პირადი გადაწყვეტილია“, — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ოთხი ქვეყანა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ უფრო აქტიურად გამოყენებას ითხოვს
შემდეგი სტატიაიმერეთში სტიქიას ებრძვიან