12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი – ევროკავშირი ისეთი ძლიერია დღეს, როგორიც არასდროს ყოფილა, ეს ცალსახად უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს

ამ ნაბიჯს ცალსახად მივესალმები. აშშ-მა გადადგა ნაბიჯი, რომელიც შტატების დღევანდელ კონიუნქტურაში ისე ჯდება, როგორც ჯდება. არ ვაპირებ, ვაკრიტიკო ეს გადაწყვეტილება. ის ისეთია, როგორიც არის. ეს არის მოცემულობა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიერ შეწყვეტილ ენჯეოსექტორის დაფინანსებას ევროკავშირი ანაცვლებს.

„ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკა, სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ მოცემულობად და შევეცადოთ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალური გამოვიღოთ ამ გადაწყვეტილებებიდან“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილის თქმით, ევროკავშირი ისეთი ძლიერია დღეს, როგორიც არასდროს ყოფილა

„ის რომ ევროკავშირი აპირებს, რამდენიმე მილიარდი ჩაასხას სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებაში, ევროკავშირში თუ სხვა ქვეყნებში, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის საწინააღმდეგოს, რასაც ამტკიცებენ შალვა პაპუაშვილები და სხვა ბანდერლოგები, რომ ევროკავშირი არის ძლიერი, მნიშვნელოვანი მოთამაშე მსოფლიო ველზე. ევროკავშირი, იქიდან გამომდინარე, რა პოლიტიკასაც აწარმოებს ახლა საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრასა და გაძლიერებაში, ბევრად ძლიერი მოთამაშე იქნება უახლოესი 5-10 წლის მანძილზე.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიერ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავმხდარიყავით უსაფრთხოების ამ ქოლგის ნაწილი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ევროკავშირი ისეთი ძლიერია დღეს, როგორი ძლიერიც არასდროს ყოფილა. ეს ცალსახად უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ზაზა შათირიშვილს და „პახმელიიდან“ ვერგამოსულ ხალხს, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკაა და ევროკავშირი ძალიან მალე გახდება ახალი უსაფრთხოების ქოლგა, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტორად რეალობაში არ ჰყავს მეტი სხვა პერსპექტივა, ვიდრე ევროკავშირი და შეერთებული შტატები. იმ ჯოჯოხეთურ აღწერილობაში, რასაც ზაზა შათირიშვილი და შალვა პაპუაშვილი გეუბნებათ, საქართველოს უსაფრთხოების გარანტი თურმე ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს და რა ვიცი, ვისაც მაგის გჯერათ, ღმერთმა მაგ სიმართლით გატაროთ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახურის განცხადებით, 8 იანვარს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები