14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი: ჩვენი მიზანია, ადამიანების დამთრგუნავი უმრავლესობა, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგაა საარჩევნო ყუთებთან გამოვიყვანოთ

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ოპოზიციის ტაქტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოიკოტის გამოცხადება პოლიტიკური ანომალიაა, რადგან საქართველოში ხელისუფლება ყოველთვის მაშინ იცვლებოდა, როცა ხალხი არჩევნებზე მასობრივად მიდიოდა.

„ჩვენი მიზანია, რომ ადამიანების დამთრგუნავი უმრავლესობა, რომელიც დღეს ამ ქვეყანაში ივანიშვილის წინააღმდეგაა და ამ სიღარიბეში, კლეპტოკრატიასა და ჯოჯოხეთში ცხოვრება აღარ უნდა, საარჩევნო ყუთებთან გამოვიყვანოთ… ეს აბსოლუტური უმრავლესობა დაჯაბნის რეჟიმს ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთეს უნგრეთში და როგორც საქართველოში გაგვიკეთებია თუნდაც 2012 წელს“, — განაცხადა დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ