15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი: არბიტრაჟში წაგებული დავები ხალხს 1.5 მილიარდ ლარზე მეტი უჯდება – ეს “ოცნების” მავნებლობის შედეგია

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საერთაშორისო არბიტრაჟებში წაგებული დავების გამო საქართველოს ბიუჯეტს მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტის გადახდა უწევს, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

„ვისკენაც არ უნდა გაიშვიროს თითი კობახიძემ, იმ მოცემულობას, რომ „ოცნება“ მიზანმიმართულად მავნებლობს უცხოელ ინვესტორებთან კონტრაქტების გაფორმებისას, ვერაფერი შეცვლის!

მხოლოდ ეს სამი ჩაშლილი პროექტი ქართველ ხალხს მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტი უჯდება. გარდა ამისა, საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე დავა მიმდინარეობს, რაც დამატებითი ფისკალური რისკია.

ასეთი დავების წაგება იწვევს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის განადგურებას. 2026 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.2%-ით შემცირდა, მსგავსი შედეგები კი ინვესტიციებს მინიმუმამდე დაიყვანს.

გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან არის კონკრეტული სქემა, რომელიც ელიტური კორუფციის უდიდესი წყაროა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ასეთი კრიმინალური ხელშეკრულებების გამოძიება იქნება“, — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თუ განიცდიან, თავიდან ჩავატაროთ კენჭისყრა”- შალვა კერესელიძე “ოცნების” 16 დეპუტატის გადაწყვეტილებაზე
შემდეგი სტატიაკობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა