თაზო დათუნაშვილი: ამ ქვეყანას რუსულ ურდოს არ დავუთმობთ!

საპყრობილეში გაუშვებენ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს. იერიშს მიიტანენ „ტვ პირველზე“, რადგან ეს დიდი გეოპოლიტიკური მისიის ნაწილია – ვიბრძოლებთ ბოლომდე! ამ ქვეყანას რუსულ ურდოს არ დავუთმობთ! ყველას ვერ დაგვიჭერთ და ყველას ვერ გაგვაჩუმებთ, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტიის საორგანიზაციო მდივანმა თაზო დათუნაშვილმა ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” გაბედავს იმდენს, რამდენის საშუალებასაც, მას მოსახლეობა მისცემს.

მისივე შეფასებით, ყველას ვერ დაიჭერენ და ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება, ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას.

“როდესაც რუსეთი ახდენს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას და თანაც წარმატებით. დიდ გულუბრყვილობად მიმაჩნია იმის თქმა, რომ აქ “ვერ გაბედავენ” ტოტალურ პოლიტიკურ დევნას, სამწუხაროდ, გაბედავენ! გაბედავენ ყველაფერს, რასაც ქართული საზოგადოება გააბედინებს „ოცნებას“. გაბედავენ და 3 – წლიანი აბსურდული პროცესის ბოლოს საპყრობილეში გაუშვებენ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. გაბედავენ და იერიშს მიიტანენ „ტვ პირველზე“. გაბედავენ, რადგან ეს ყველაფერი დიდი გეოპოლიტიკური მისიის ნაწილია, ანაკლიის პორტის ამშენებლები უნდა დასაჯონ! რადგან საქართველოს დასავლური პერსპექტივა მათთვის წითელი ხაზია! 11 იანვარს ამ აბსურდის თეატრის დასასრულია, რომლის ბოლოს ბადრის და მამუკას ტყვეებად აიყვანენ, ისე როგორც ამას მონღოლური ურდო აკეთებდა, დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ რუსული ურდოს და მათი ხელის ბიჭების ტყვეობაშია! ვიბრძოლებთ ბოლომდე! ამ ქვეყანას რუსულ ურდოს არ დავუთმობთ! ყველას ვერ დაგვიჭერთ და ყველას ვერ გაგვაჩუმებთ!”, – აცხადებს თაზო დათუნაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენი შემდეგი პარტიული რესურსები, ძალისხმევა მიმართული იყოს იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვიხსნათ
შემდეგი სტატიარუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას-უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის