“თავში როგორ უნდა შევუშვა,რომ მამაზე ეს ვიფიქრო,მიკვირს მეუფე პეტრესი”

“მე და მეუფე პეტრეს უწმინდესი გვაკავშირებდა, ვერაფრით ვერ გავერკვიე ამ საკითხში,რატომ მოხდა ასეთი რამ. ერთ რამეს გეტყვით, ვინმემ რომ თქვას მამაშენი ასეთია, ვეტყვი წადი მომშორდი აქედან-მეთქი, ნებისმიერს რომ გითხრან,შენი მამა ასეთია, მოუსმენ?!”-ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის მონასტერში განაცხადა.

მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავას განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა,რომ მისთვის პატრიარქის გინება მიუღებელია და ამის შესახებ მეუფე პეტრე არაერთხელ გააფრთხილა.

“თავში,როგორ უნდა შევუშვა,რომ მამაზე ეს ვიფიქრო,მიკვირს მეუფე პეტრესი.მიყვარს მეუფე პეტრე ,ბევრი რამ გვაკავშირებდა,მაგრამ უწმინდესის გინება ჩემთვის არის მიღებელი,მრავალჯერ ვუთხარი მას და ვთხოვე.მიყვარს და ამიტომ ვამბობ ამას. მე არ ვარ მისი ჩამქოლველი,არ მინდა ასე, მე მინდა დაბრუნდეს ის და აქ იყოს ჩვენთან ერთად”-აცხადებს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი

 

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ალექსანდრიამაც აღიარა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას