7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

“თავს ყველა ვიკავებდით”- ლალი მოროშკინა რუხაძის შესახებ ოქიტაშვილის განცხადებაზე

კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძეს გარშემო აგორებულ სკანდალს ლალი მოროშკინაც ეხმაურება.

„თავს ყველა ვიკავებდით…“, — წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში, რაც, სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის მიერ ყოფილი მინისტრის მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ დავით ოქიტაშვილმა ყოფილი მინისტრი თიკა რუხაძე მიზანმიმართულ ბლოკადასა და კულტურის პალატის საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა.

ამასთან, ოქიტაშვილმა გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდა, შეისწავლონ თიკა რუხაძის მინისტრობის პერიოდში განხორციელებული ფინანსური ოპერაციები, მათ შორის პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯები.

„რა თანხები დაიხარჯა, ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები, როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი? ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რა გადაწყვეტილებების საფუძველზე იხარჯებოდა სახელმწიფო ფული,“ — აღნიშნულია ოქიტაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა
შემდეგი სტატიაზელენსკი: მტკივნეულია, როდესაც ტრამპი ერთ მხარეს ირჩევს და არა ჩვენს მხარეს