თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა – ექიმი სააკაშვილზე

სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კონსილიუმის წევრები მესამე პრეზიდენტთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შეხვედრის შემდეგ, გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

“დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე, ექიმები და თვითონაც პაციენტი კმაყოფილები ვართ. სამივე დღე “ჩეპეს” გარეშე გავიარეთ. დღეს კალორაჟი და კვება ოდნავ უფრო გაფართოებული იყო. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ჩივილები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ეხოკარდია გავუკეთეთ, ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე, შიმშილის მარკირები ნორმალურია, როგორც იქნა ცილამაც ნელ-ნელა დაიწყო მოწესრიგება.

ხვალიდან უკვე გადავდივართ დაკვირვების სტადიაში, ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს, ნელ-ნელა შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტებს ეს გაგრძელდება, ალბათ, ორშაბათამდე, მერე უკვე გადავალთ სხვა კვებაზე, რომელიც ინიშნება უკვე მერე სამი კვირით”,- თქვა ელენე გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს თავისუფლად მკურნალობის საშუალება – ადვოკატი
შემდეგი სტატიაბოკერია – „ლელოს“ ქმედებები არათანმიმდევრული და ალოგიკურია, რაც მოქალაქეებში და პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმს თესავს