ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-2 თავის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-12 თავის მე-3 მუხლის შესაბამისად, 2024 წლის 3 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა.

პლენარულმა სხდომამ, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა უძღვებოდა, განიხილა დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთადერთი საკითხი – “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შესახებ“.

თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა, უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე – ჯემალ გამახარია.

ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, 16 ხმით ერთის წინააღმდეგ (ქვორუმი – 11 ხმა), ჯემალ გამახარია მეორე ვადით აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.

პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე დავით მიქავა.

banner
წინა სტატიაში“რაც შეეხება პროვოკაციას “უცხოელი აგენტების კანონის” თაობაზე, “ოცნებამ” იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს – ჯაფარიძე