“თავხედური და ურცხვი საქციელია” – ბრიტანეთის შს მინისტრი რუსეთის ყოფილი აგენტის მოწამვლაზე

დიდი ბრიტანეთის შს მინისტრმა ემბერ რადმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებას “თავხედური და ურცხვი საქციელი” უწოდა – ნივთიერება რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოიყენეს ბრიტანეთში. რადმა თქვა: “ეს თავდასხმა ყველაზე სასტიკი წესით მოხდა – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე”. მან პირობა დადო, რომ ბრიტანეთი დამნაშავეებს საკადრის პასუხს გასცემს მას შემდეგ, რაც დაადგენენ ვინ არის დანაშაულზე პასუხისმგებელი.

მიმდინარე მომენტში ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობას სწავლობენ. “ბიბისის” წყარო ამბობს, რომ საუბარია ძალიან იშვიათ ნივთიერებაზე, ასევე, სავარაუდოდ, ეს არ არის VX ნერვული-პარალიტიკური ტოქსინი, რომლის გამოყენებითაც შარშან ჩრდილოეთკორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძმა მოკლეს.
ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ისევ რეანიმაციაში არიან, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ორი დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურა, რომ რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და მისი ქალიშვილი მოწამლული არიან, დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს დაუწესებს. “ახლა თითით არ მივანიშნებ. მთელი მსოფლიოს მთავრობებს ვეუბნები, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაუსჯელი არ დარჩება არც ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მოსპობა” – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინსიტრმა. მისი თქმით, თუკი “ეჭვები დადასტურდება”, ლონდონი იძულებული გახდება სანქციებს და სხვა ზომებს მიმართოს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ,,ქართული ლეგიონის,, მეთაურს პენტაგონში ელიან
შემდეგი სტატიალონდონის მეტროს აფეთქებაში ბრალდებულმა წვრთნები ტერორისტებთან გაიარა