„თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით? რათა ხალხმა არ ნახოს რა მდგომარეობამდე მიმიყვანეთ და ასევე ეს არ ნახოს საერთაშორისო თანამეგობრობამ“, – ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციას ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
„რატომ არ უშვებთ ჩემთან უკვე 4 თვეა ევროკავშირის სამედიცინო მისიას სხვადასხვა მოგონილი მიზეზებით და არ უშვებთ არცერთ ქართველ და უცხოელ დეპუტატს.ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა. მაინც დაგამარცხებთ“, – აცხადებს სააკაშვილი.