“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ოპოზიციის მომავალ გეგმებზე და ამომრჩევლისთვის წართმეული ხმების დაბრუნებაზე საუბრობს.
“ამ ქვეყანაში სასამართლოს ნდობა არის ნულოვანი და ჩვენ არ გვჯერა, რომ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლო ადმინსიტრციულ, საარჩევნო ფალსიფიკაციის ნაწილშიც კი ობიექტურები იქნებიან, რა თქმა უნდა არა, პირიქით ეს უკვე “ქართული ოცნებისთვის” არის ყოფნა – არ ყოფნა, შესაბამისად ჩვენი გზა არის სამმხრივი პირველი არის სამართლებრივი დავა, მეორე ჩვენ პარტნიორებთან მუშაობა და მესამე ეს არის მწვავე პროტესტი. ამ თავხედმა ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ადამიანები არ თმობენ თავიანთ ყველაზე ძვირფას ხმას” – განაცხადა დეკანოიძემ.