“თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა!”- მეთოფიშვილი ბესელიასა და NGO- ების წინააღდეგ

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ამჯერად მესამე სექტორს უპირისპირდება. მეთოფიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელმძღვანელებს პოლიტიკურ განცხადებებში ადანაშაულებს:

“იმ პოლიტიკოსებისათვის და ზოგიერთი პოლიტიზირებული NGO-ს გასაგონად, ვინც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მაბრალებს, რომ თითქოს მე როგორც მოსამართლე ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ(რაც არის სიცრუე!!!), კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებული ვარ დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინო სასამართლოს (მოსამართლეების) შეურაცხყოფასა და თავდასხმის ფაქტებზე. რასაც ვაკეთებ კიფეც. მათ შორის ამჟამადაც ამას ვაკეთებ, კერძოდ ვაფიქსირებ, რომ:

რასაც ბოლო დღეებში პოლიტიზირებული ეკა გიგაური, სულხან სალაძესთან, ასევე, რამოდენიმე სხვა პოლიტიზირებულ NGO-სთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობენ, ამას შეიძლება ეწოდოს – თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა!

დიახ, ზუსტად ეს არის როდესაც ისინი:

– ითხოვენ იუატიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანონის და კონსტიტუციის სრული დაცვით პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უკან გამოთხოვას!!!

– ითხოვენ განხორციელდეს წმენდა სასამართლოში და მოსამართლეები გათავისუდლდნენ თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს!!!

– ითხოვენ, რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს!!!

– ითხოვენ კანონმდებლობის სრული დაცვით დაკომპლექტებული კონსტიტუციური ორგანოს, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას!!!

– ითხოვენ კონსტიტუციური ორგანოს, კარძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვას!!!

– და სხვა ანალოგიური, დიქტატორული, დისკრიმინაციული და უკანონო ხასიათის ქმედებების განხორციელებას ითხოვენ.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ქალბატონი ბესელიას, მისი თანამოაზრე პოლიტიკოსების და ზოგიერთი პოლოტიზირებული NGO-ს მხრიდან სასამართლო სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ დაუბალანსებელი და შეურაცხმყოფელი ზღვარსგადასული კრიტიკული კომენტარების გამოხატვა არის უპასუხისმგებლო ქმედება, რომელიც სერიოზულ და სახიფათო პრობლემებს იწვევს, ვინაიდან გაუცნობიერებლად ან განზრახ აზიანებს სასამართლო ავტორიტეტს და უფრო დაბლა წევს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას.

ამასთან დაკავშირებით, მინდა მკაფიოდ და ცალსახად დავაფიქსირო, რომ მსგავსი ქცევა წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ასევე თავდასხმას ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე!!!
ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას!!!….

P.S. საზოგადოებამ ადრე იხლა ქალბატონ გიგაურის “ფეიკ ნიუსები”, “ფეიკ ანგარიშები”, “ფეიკ ფარსები” სასამართლო სისტემის მიმერთ, ეხლა კი ქალბატონი გიგაური თავის “ფეიკ ფანტაზიებს” ავრცელებს.” წერს მეთოფიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია„ყაზტრანსგაზი“ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს