თავისუფლებისთვის ბრძოლა თაობიდან თაობაზე გადადის!!!

ნიკა მელია

თავისუფლებისთვის ბრძოლა თაობიდან თაობაზე გადადის!!

ათასობით ღირსებაშელახული ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში უფროს თაობის წარმომადგენლებთან ერთად და მთელ ამ პროცესს, ყველა სიკეთესთან ერთად, ის სიკეთეც აქვს, რომ ახალმა თაობამ გემო გაუგო ქვეყნის თავისუფლებისთვის, საკუთარი უფლებებისთვის სხვებთან ერთად ბრძოლას, პროტესტის ღიად და დაუფარავად გამოხატვას.

ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას გემოს გაუგებს, ის აღარასოდეს ამბობს ბრძოლაზე უარს და ყოველთვის იდგება თავისუფლების სადარაჯოზე, ყოველთვის გამოვა უსამართლობის წინააღმდეგ.
ეს არის მთავარი. თაობა სწავლობს ბრძოლას და აღარავის დაუთმობს არც ქვეყნის თავისუფლებას და არც თავის უფლებებს -აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატია2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება