ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი თბილისში, 11 მაისს გამართულ მასშტაბურ ანტირუსულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება, ფოტოს აზიარებს და წერს:
“წარმოუდგენლად ძლიერი კადრები თბილისიდან. ესენი არ არიან “უცხოელი აგენტები”, როგორც ამას უაზროდ ამტკიცებს ივანიშვილის პროპაგანდა, არამედ ესენი არიან თავისუფლებისმოყვარე ქართველი პატრიოტები, რომლებიც ამბობენ უარს მის [ივანიშვილის] რუსულ კანონზე”-აცხადებს ლექსმანი.