თავისუფლების მოყვარულ და მებრძოლ წალენჯიხელებს
მინდა მოგილოცოთ არტ-მეურნეობაში თეატრალური პრემიერა. მიხარია, რომ ეს დღე შედგა და კიდევ ერთი დანაპირები შესრულდა.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს და მაგარ რეჟისორს, ოთარ ეგაძეს. დარწმუნებული ვარ, ეს სპექტაკლი დიდ პოეტზე და საზოგადო მოღვაწეზე, ტერენტი გრანელზე, კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი იქნება მის შემოქმედებაში.
მადლობა ახალგაზრდულ შემოქმედებით დასს და რა თქმა უნდა, მადლობა წალენჯიხელებს მხარდაჭერისთვის და თავისუფლებისთვის შეუჩერებელი ბრძოლისთვის. მხოლოდ ასეთი თავდადებით მივაღწევთ რუსული რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებას და გაერთიანებას.
ძალიან ვწუხვარ, რომ ამ სპექტაკლს ვერ ვესწრები. ჩემი მეგობარი და ნაღდი ქართველი, გია ხარჩილავა, მას განსაკუთრებით უყვარდა ტერენტი გრანელის შემოქმედება, წარმომიდგენია, როგორი გახარებული იქნებოდა ამ დღით.
ჩემი დაპირება წალენჯიხელების მიმართ ძალაში რჩება – ყველა დაწყებულ ან ჩაფიქრებულ პროექტს ვაგრძელებ მიუხედავად იმისა, თუ სად ვიქნები.
ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და მიხარია, რომ მეც ამ მებრძოლი ხალხის ნაწილი ვარ! ნაწილი წალენჯიხის – თავისუფლების კუნძულის!
თქვენი მამუკა ხაზარაძე
საკანი #208