„თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 17 მაისს, თბილისში, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების -„თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: სიხარული გაუგებარია, როცა საყვარელი პიროვნება გშორდება
შემდეგი სტატიაბათუმი – ,,ბლექ სი არენა“, ,,ბლექ სი არენა“ – ბათუმი დამატებითი რეისი ინიშნება