თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ხვალ ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა

ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები ხვალ ცოცხალ ჯაჭვს გამართავენ.

როგორც  ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, აქციას ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყება და ვარდების მოედანზე დასრულდება.

ჟორჟოლიანის თქმითვე, აღნიშნული აქციით ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ და ამასთან, მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული დღის გამო მადლობას გადაუხდიან.

„15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე აქცია დაიწყება. ამ აქციას ორი მიზეზი აქვს – ერთის მხრივ, ხელისუფლება სულ ცდილობს ეს დღე დააკნინოს, გააუფერულოს, მნიშვნელობა დაუკარგოს. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ძალიან კარგად ახსოვთ მისი მნიშვნელობაც და ამ დღის ღირებულებაც. მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული ამბების მადლობლები ვართ, რადგან როგორც წესი, კრიტიკა ესმის მუდამ შორიდან. შესაბამისად, ახლა გავაგონებთ მადლობასაც.

ეს იქნება ცოცხალი ჯაჭვი, არ იქნება მსვლელობები, სიმბოლური მარშრუტი აქვს თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

 

banner
წინა სტატიაშიგელხაური: დღემდე ვერ შეძლო მიხეილ სააკაშვილმა, რომ მისულიყო სასამართლოში და მისი პოზიცია დაეფიქსირებინა, მას დაცვის უფლება წაართვეს
შემდეგი სტატიახუციშვილი ონლაინ კაზინოებისთვის დაგეგმილ ახალ რეგულაციებზე: ამგვარი მექანიზმები არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული