თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიის რეპეტიცია გაიმართა

თავისუფლების მოედანზე გვიან ღამით წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის გენერალური რეპეტიცია გაიმართა, რომელიც 26 მაისს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. 324 სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამხედრო კურსი, ფიცს დადებენ. თბილისსა და საქართველოს 11 ქალაქში გაიმართება ასევე როგორც ქართული, ისე უცხოური ჯავშანტექნიკის გამოფენა.

წელს პირველად, 26 მაისს თემატურ დატვირთვა ექნება. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე მეწარმეები „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკასთან დაკავშირებულ პროდუქციას წარმოადგენენ. ასევე, წელს პირველად, ღონისძიებაში “სოლიდარობის ფონდი” ჩაერთვება და მთელი დღის განმავლობაში ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად ამ ფონდს გადაეცემა.

banner
წინა სტატიაშიკულახმეტოვის დანიშვნა განაპირობა საგზაო რუკის სერიოზულმა გადახვევამ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კერძოდ კი, სააკაშვილმა ჩაიდინა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს ოზურგეთსა და კასპში განიხილავენ