თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს – ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა

თავისუფლების მოედანზე, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, სპეცტექნიკაც გამოჩნდა.

ადგილზე შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს.

თავის მხრივ, მომიტინგეები, რომლებმაც ღამე პარლამენტთან გაათენეს, ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე რჩებიან. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე გაშლილია კარვები.

როგორც ცნობილია, დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიები ახალარჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზას პოლიციას აქვს ჩაკეტილი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა