თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებული აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა. სწორედ ამ სცენიდან მიმართავენ პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს. ასევე დამონტაჟდება მონიტორი.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები.

მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე და შეძლებენ, მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს დღევანდელი აქცია
შემდეგი სტატიასააკაშვილი: თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ქვეყანას, იქნებ სიკვდილი აღმოჩნდეს გზის მანათობელი