თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაჭრისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული 2 პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ პირს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შეგახსენებთ, რომ დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთ მათგანს გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობის გამოს ოპერაცია დასჭირდა.ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეორე დაშავებული კი უკვე გაწერეს.

banner
წინა სტატიაშიPlayboy-ს კურდღელის შემქმნელი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის განხილვა დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება