თავისუფლების მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართა

„მშვიდობა ომზე მეტია“ – ამ ლოზუნგით თავისუფლების მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს. აქციაზე სპეციალურად მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი რუსეთის ოკუპაციას ეხებოდა.

ამასთან, თავისუფლების მოედანზე „ფლეშმობი“ მოეწყო სახელწოდებით “ომი არ დასრულებულა”. აქციის მონაწილეებმა ტელეფონებითა და სანთლებით გაანათეს თავისუფლების მოედანი და ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

აქცია ახალგაზრდების ჯგუფის ორგანიზებით სოციალურ ქსელში დაიგეგმა. იმავე ლოზუნგით სოლიდარობის აქციები დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართა.
„მშვიდობა ომზე მეტია“ – ამ სახელწოდებით სოლიდარობის აქცია გაიმართა გორშიც. გორის უნივერსიტეტის სკვერთან მისულმა ადამიანებმა რუსულ ოკუპაცია გააპროტესტეს და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს.

banner
წინა სტატიაში„მშვიდობა ომზე მეტია“ – რუსულ ოკუპაციას თავისუფლების მოედანზე აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ირაკლი შიხიაშვილი სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გასამართლდეს !