11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

თავისუფლების მოედანზე, ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – შეკრებილების განცხადებით, ისინი ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობას აპროტესტებენ.

ღონისძიება გაერთიანება „კონსერვატორებმა” დააანონსეს.

ორგანიზატორების განცხადებით, აქცია საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება, მათ შორის თბილისში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტზე.

თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა. ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

banner
წინა სტატიაშიგურამ დადიანიძის დედა: თუ გამოძიება სწორი მიმართულებით არ წავა, მომიწევს ქუჩაში გამოსვლა
შემდეგი სტატიასასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში, სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა