თავისუფლების მოედანი ზუგდიდშიც იქნება

თავისუფლების მოედანი ზუგდიდშიც იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.

განკარგულების თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე უსახელო მოედანს „თავისუფლების მოედანი“ ეწოდა
აბრების, ფირნიშების, რუკების და ცნობარების დამზადება, კორექტირება და გავრცელება უკვე დაევალა ზუგდიდის მერიას.

საკრებულოს განკარგულება ასევე გადაიგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ზუგდიდის საკრებულოს განკარგულება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე“ დღეს 9 ნოემბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაში12 წლის ბავშვის დედის ინფორმაციით, მამაკაცმა მისი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება მეორედ განახორციელა
შემდეგი სტატიაEUMM- ატოცში 2008 წლიდან მიმდინარეობს ბორდერიზაციის ინტენსიური აქტივობები