25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

„თავისუფლების მოედანი“ სამეგრელოში შეხვედრებს იწყებს

„თავისუფლების მოედნის“ წევრები სამეგრელოში ჩავიდნენ და მოსახლეობასთან შეხვედრები ზუგდიდიდან დაიწყეს.

პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი პოლიტიკური ძალა საარჩევნო პროგრამის შექმნას არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მიღებული საჭიროებებისა და პრობლემების საფუძველზე გეგმავს.

მათი თქმით, სამეგრელოში შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, დევნილთა პრობლემებსა და ფოთის პორტის გამოუყენებელ პოტენციალზე.

“თავისუფლების მოედანი” ჩამოვედით ზუგდიდში, სამეგრელოში. ამ უახლოესი 10 დღის განმავლობაში გვექნება ძალიან ბევრი შეხვედრა და საუბარი ჩვენს თანამოაზრეებთან, თანამოქალაქეებთან, მეგობრებთან ერთად. ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ისეთი საქართველო და ისეთი სამეგრელო, რომელშიც ყველა მოქალაქეს ექნება თავისუფალი და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე: გვსურს მკაცრად დავგმოთ ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მაისში გაფორმდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ოქრო გაძვირდა