„თავისუფლების მოედანი“ პარტიად დარეგისტრირდა

„თავისუფლების მოედანი“ უკვე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა – ამის შესახებ ლევან ცუცქირიძე წერს.

მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაარსდა.
აქამდე „თავისუფლების მოედანს“ ორჯერ უთხრეს უარი პარტიის რეგისტრაციაზე.
„პარტიის რეგისტრაციის გზაზე მრავალი პრობლემა შეგვექმნა, ზოგი მოსალოდნელი, ზოგი სრულიად მოულოდნელი, მაგრამ გუნდში გადაწყვეტილი გვქონდა, ეს ბრძოლაც აუცილებლად ბოლომდე მიგვეყვანა. ათასგვარი ბიუროკრატიული ხრიკი და წინაღობა დავძლიეთ.

თანაც, აუცილებლად გვინდოდა ისეთი წესდება და პროცედურები გვქონოდა, რომლებიც საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებით შევიმუშავეთ. ამ ბრძოლამ გამოიღო თავისი შედეგი, ვაჯობეთ სისტემას, რომელსაც მოუწია უკვე ფორმალურადაც ეღიარებინა უკვე არსებული რეალობა: „თავისუფლების მოედანი“ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა.

ხვალ რას მოიფიქრებს იგივე რეჟიმი, არავინ იცის, რადგანაც ის ახალი პარტიების სამომავლოდ აკრძალვასაც კი გვპირდება, მაგრამ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბრძოლა ყველგან საჭიროა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“,- წერს ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმასწავლებლის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ახალ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბუტა რობაქიძის საქმეზე, სასამართლომ ადეიშვილი გაამართლა, ოქრუაშვილს კი 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა