თავისუფლების მარში რუსული კანონის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. პროტესტის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით დაიძრნენ შსს-ს მიმართულებით . რუსული კანონის გაწვევის პარალელურად, მარშის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციებზე გამოსული ადამიანების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების შეწყვეტას მოითხოვენ. თავისუფლების მარშს უერთდებიან სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მოქალაქეები პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები და ყველა ის ადამიანი, რომელიც მიიჩნევს რომ დღეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის უნდა იბრძოლოს.