“თავისუფლების დრო დადგა!..” – ირანის ბოლო შაჰის დევნილი შვილი მიმართვას ავრცელებს

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მიმართვას ავრცელებს ირანის ბოლოს შაჰის დევნილი შვილი რეზა ფეჰლევი:

“ძვირფასო ირანელებო, დებო და ძმებო. თავისუფლების დრო დადგა.

რეჟიმის რეპრესიული აპარატი უკვე იშლება. ახლა მხოლოდ საერთო ეროვნული აჯანყებაა საჭირო, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს კოშმარი!

ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი დავასრულოთ ისლამური რესპუბლიკის ტირანია. პროცესი დაიწყო და ახლა ჩვენს ხელშია გავხდით თუ არა მას შეუქცევადს.

ახლა დადგა დრო, ავდგეთ ფეხზე — დადგა დრო, დავიბრუნოთ ჩვენი ირანი, სადაც ადამიანის ღირსება და თავისუფლება არ იქნება მეორეხარისხოვანი სიტყვა.

დაე, მალე თქვენთან ვიყო. თუ ტირანია დასრულდება ირანის მომავალი ნათელია და ერთად გადავშლით ისტორიის ახალ დიდებულ ფურცელს!”, – წერია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინს ურჩევს, „მშვიდობის დამყარება“ არა ახლო აღმოსავლეთით, არამედ უკრაინით დაიწყოს
შემდეგი სტატიატრამპმა ირანს სრული კაპიტულაციისთვის 24 საათიანი ვადა მისცა