თავისუფლებაში ელექტრონული სამაჯურით – ადვოკატის განცხადებით, მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ვერ შეეზღუდება

თავისუფლებაში ელექტრონული სამაჯურით – ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ეს დეპუტატისთვის ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირველი შემთხვევაა.

ადვოკატი ამბობს, რომ მთავარი მაინც ის არის, რომ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფალი რჩება. კონდახაშვილი კანონდარღვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნიკა მელიას ვერ შეეზღუდება ვერც დეპუტატის უფლებამოსილება.

„ფაქტია,რომ გენერალურ პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მოგეხსენებათ, ელექტრონული სამაჯურის შესაძლებლობას იძლევა კანონმდებლობა, მე როგორც ვიცი დღემდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. დაველოდებით დასაბუთებულ განჩინებას, გვაქვს პოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად სწორი, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნიკანორ მელიას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებით დარჩა თავისუფლებაში ვერ შეეზღუდება დეპუტატის უფლებამოსილება. ვერც პროკურორის თანხმობა და ვერც სხვა გადაწყვეტილება ვერ შეზღუდავს მის პარლამენტარის უფლებამოსილებას,“-აცხადებს კონდახიშვილი.

banner
წინა სტატიაში„საათის ნაცვლად გავიკეთებ“-ნიკა მელიას მონიტორინგისთვის ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ
შემდეგი სტატიაე.წ. ურჩი დირექტორები უნდა დაესაჯათ, ბრძანება გასცა გახარიამ – ბაჩანა შენგელია პროკურატურას მიმართავს