თავისუფლებას შენარჩუნება სჭირდება და ამისთვის მნიშვნელოვანია გაერთიანება, სოლიდარობის გამოვლენა

მივესალმები ბიძინა ივანიშვილის წერილის პათოსს, რომ გარკვეული პრობლემების გარშემო უნდა შევძლოთ გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა. იზორიას თქმით, თავისუფლებას შენარჩუნება სჭირდება და ამისთვის მნიშვნელოვანია გაერთიანება, სოლიდარობის გამოვლენა.

„გავეცანი და მივესალმები ამ წერილის პათოსს, რომლის მთავარი პრინციპი არის ის, რომ გარკვეული პრობლემების, იდეების გარშემო უნდა შევძლოთ გაერთიანება. ეს არის თითოეულის ვალდებულება და სწორედ ეს პრინციპები არის ის, რაც 9 აპრილის შედეგად, ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ამ თავისუფლებას შენარჩუნება სჭირდება და ამისთვის მნიშვნელოვანია გაერთიანება, სოლიდარობის გამოვლენა, განსაკუთრებით იმ კურსის მიმართ, რასაც ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ და თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროში გაწევრიანება ჰქვია. ეს ხაზი იყო 9 აპრილის ბრძოლის ხაზი, ეს იყო მთავარი გამაერთიანებელი 9 აპრილის გარშემო და ამ წერილის შინაარსიც არის მიმართული იმისკენ, რომ ახალი გამოწვევების ფარგლებში უნდა შევძლოთ დემოკრატიული ინსტიტუტების უფრო გამყარება და ამით თვითრეალიზება, როგორც ერმა, რომელსაც სურს, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროში. ეს თვითრეალიზება გვაჩვენა ევროპამ, გვაჩვენა დასავლურმა სამყარომ. ეს მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაში12 წლის წინ გაძარცვულ თამრიკო ჭოველიძის მემორიალის აღდგენაზე დღესაც არავინ ზრუნავს
შემდეგი სტატიამადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის!