თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს – სამოქალაქო აქტივისტები რუსთავში, მე-12 ციხესთან იკრიბებიან

თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს – სამოქალაქო აქტივისტები რუსთავში, მე-12 ციხესთან იკრიბებიან. მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად მათ ცოტა ხნის წინ, სოლოლაკიდან გადაინაცვლეს, სადაც ოლიგარქის შუშის სასახლესთან აპროტესტებდნენ მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნას.

ივანიშვილის სახლთან მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს, მოძრაობა “მიშას თავისუფლებისთვის” წევრებს, სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი.

წინა სტატიაშიმელია: პატიმარს უწყობს აქციას „ქართული ოცნება“, მათ მიერაა ორგანიზებული, სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანებით
შემდეგი სტატიამამუკა წოწერია: მეორე ტური დასრულდება ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ და ეს იქნება ზუგდიდის და ზუგდიდელების გამარჯვება