“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”, “ცეცხლი ოლიგარქიას!” – ამ მოწოდებებით ფილარმონიასთან მოქალაქეები ნიღბების აკრძალვას აპროტესტებენ

“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”, “ცეცხლი ოლიგარქიას!” – ამ მოწოდებებით ფილარმონიასთან მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილს ე.წ. „ბალაკლავა“ უკეთია, ასევე უკეთიათ ნიღბები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, რითაც, მათივე განმარტებით, პროტესტს და დაუმორჩილებლობას გამოხატავენ იმ კანონის მიმართ, რომელიც ნიღბების ტარებას კრძალავს.

პროტესტის მონაწილეებს უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ დემონსტრაციულად ფოიერვერკიც ისროლეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ფილარმონიიდან მსვლელობით გაემართებიან პარლამენტთან და იქ მომდინარე აქციას შეუერთდებიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯგუფ „განს ენდ როუსს“ მიმართავს, საქართველოში კონცერტი ახალ არჩვენებამდე არ გამართოს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა