“თავისუფლება პოლიტპატიმარს” – ამ წარწერით პარლამენტთან სამოქალაქო ატივისტებმა ბანერი მიიტანეს

“თავისუფლება პოლიტპატიმარს” – ამ წარწერით პარლამენტთან სამოქალაქო ატივისტებმა ბანერი მიიტანეს და “ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდეს გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში პროკურორ ამირან გულუაშვილს შეკითხვებს პარლამენტის წევრები უსვამენ. სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს. შეგახსენებთ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

banner
წინა სტატიაშიფოთში სტადიონის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
შემდეგი სტატიანიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს