“თავისუფლება მიშას” – ზუგდიდში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

რიგგარეშე არჩევნებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია დღეს ზუგდიდში გაიმართება.

მეუნარგიას ქუჩაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ადგილზე დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებს მიმართავენ.

აქცია 20:00 საათზეა დაანონსებული. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

“ვიკრიბებით და გამოვხატავთ მშვიდობიან პროტესტს. ჩვენ ვალდებულებაა, დავიცვათ საკუთარი უფლებები, იმ ამომრჩევლების უფლებები, რომლებმაც ხმა მოგვცეს, რომლებმაც გაიმარჯვეს ჩვენთან ერთად, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ იმ მანკიერებას ყველა უბანზე, რაც ხდებოდა პერმანენტულად კრიმინალთან და პოლიციასთან ერთად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუციასთან ერთად. ცდილობდნენ აეხიათ ჩვენთვის გამარჯვება და ყველაფერთან ერთად, ციხეში უზით პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ”, – თქვა ენმ-ის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – საქართველოს აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება საგარეო პოლიტიკაში და ამისთვის ჩვენი ქვეყნის ყველა დიპლომატს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა