“თავისუფლება მიშას” – საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან

“თავისუფლება პრეზიდენტს სააკაშვილს” – ამ მოთხოვნით რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ექიმებს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება მისცენ, ასევე, აღუდგეს მას სატელეფონო ზარებით სარგებლობის უფლება.

გარდა ამისა, ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ მე-9 დღეა საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ აქვს როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სამოქალაქო აქტივისტებმა და “მიშას სექტორის” წარმომადგენლებმა ადგილზე ბანერიც გაშალეს.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთში არეულობას 22 წლის ქართველი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაინიციატივო ჯგუფი “მიშას სექტორი” ქვეყნის მასშტაბით “პატრიოტი ადამიანების გაერთიანებას”, ხოლო თბილისში “დაუმორჩილებლობის ჯგუფების” შექმნას აანონსებს