თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! – აქცია რუსთავში

რუსთავში სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის მხარამჭერი აქცია იმართება. მსვლელობის მონაწილეებს ხელში სინდისის პატმრების ფოტოები უკავიათ. თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! – სკანდირებენ ისინი.

გიორგის დაბადების დღეზე სიმბოლურად, რუსთავში არის მსვლელობა. იმდენად ვარ აღფრთოვანებული ამ დიდი აქციით და ამდენი ხალხით, რომ ყველას მინდა, სათითაოდ მადლობა გადავუხადო. სიკეთე მოგცეთ უფალმა და გიორგი კიდევ გამარჯვებული და თავისუფალი ჩამეხუტებინოს!, – ამბობს მინდაძის დედა.

გიორგი მინდაძეს სოლიდარობას უცხადებენ პოლიტიკოსებიც. “ნაციონალუი მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ პრინციპულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მიიყვანენ.

მინდა, თითოეულ სინდისი პატიმარს კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვუცხადო და მათ ვუთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ მათ გვერდზე ვართ და აუცილებლად, ამ პრინციპულ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, გამარჯვებამდე. სულ ცოტა დარჩა. აუცილებლად ეს ბრძოლა დასრულდება ჩვენი, საქართველოს გამარჯვებით, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიდარახველიძე ადასტურებს, რომ მორზა კეზევაძე გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე აღარ არის
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინი: როგორც ჩანს, მარკ რუტე ბავშვობაში ხშირად ბულინგის მსხვერპლი იყო