თავისუფლება და სოლიდარობა თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს – მეუფე ზენონი

“თავის დროზე გრიგოლ რობაქიძე წერდა: “ქართველმა იგრძნო საქართველო და ამ გრძნობიდან ჩაისახა ქართული რენესანსი”. დიახ, ოდესღაც ამ შეგრძნებამ შვა სამართლებრივ სახელმწიფოში ქრისტიანულ ჰუმანიზმზე დაფუძნებული ეროვნული და საკაცობრიო მონაპოვარი, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”.

იმ დიდებული წარსულისგან განსხვავებით, საქართველოსადმი სრული უგრძნობლობის გამომხატველია ის გზავნილი,რაც ქართული ჰუმანიზმის სახელ- სიმბოლო რუსთაველის გამზირიდან დედის განწირული ხმით ძახილში, საქართველოს მოქალაქეების სისხლში, ცრემლებში, წამებასა და რეპრესიებში აისახა.

კიდევ ერთხელ, თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს ერთგულებისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის, სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს!”- წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.

banner
წინა სტატიაშიპროპაგანდისტული TV იმედი საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის მემონტაჟეების ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, პროტესტის ნიშნად დატოვა
შემდეგი სტატიამინდა გამოვხატო ღრმა შეშფოთება ახალგაზრდების რეპრესიებისადმი, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისადმი და ევროპული გზის ღალატისადმი-მაკრონი საქართველოზე