„თავისუფალმა საქართველომ“ უწყებათაშორისი კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ უწყებათაშორისი კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა. 5 ოქტომბრის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ მონაწილეობა კახა კუკავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ მიიღო.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წულაიამ სხდომაზე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მოსმენა მოითხოვა, ვინაიდან, მისი თქმით, თავისუფალ მედიაზე განხორციელებული თავდასხმა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე.

„კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, რომლის უშუალო მოვალეობას წარმოადგენს არჩევნებთან შემხებლობაში მყოფ ყოველგვარ საკითხზე რეაგირების მოხდენა, „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წამოჭრილი საკითხის განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია, რის შემდეგაც გოგი წულაიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა“, – ნათქვამია პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშისირიაში ისლამისტების შეხვედრაზე დაგვიანების გამო, დაეშის ლიდერი სიკვდილს გადაურჩა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – გასაკვირი არ არის, რომ რუსული პიარი ღიად არის ჩართული ჩემ წინააღმდეგ