„თავისუფალმა საქართველომ“ დღეს ორი გამოსახლება შეაჩერა

„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დღეს საგარეჯოსა და გლდანში იძულებითი გამოსახლება შეაჩერეს.

გლდანში მცხოვრებმა გეგეშიძეების ოჯახმა კერძო მევახშისგან სესხად აიღო 55 000 აშშ დოლარი, საიდანაც უკვე გადახდილი აქვს 15 000 აშშ დოლარი, თუმცა მევახშე მისგან არარეალურ თანხას – 75 000 აშშ დოლარს მოითხოვს. სართიჭალაში სეფისკვერაძეებმა კერძო მევახშისგან ისესხეს 11 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 000 უკვე გადახდილი აქვთ. ამის მიუხედავად, მევახშე ითხოვს 27 000 აშშ დოლარს. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სეფისკვერაძეებს არ მიეცათ თანხის გადანაწილების და ვალდებულების გადახდის შესაძლებლობა.

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის – თენგიზ ომანიძისა და აღმასრულებელი მდივნის – თენგიზ ჯგუშიას ჩარევისა და პროტესტის შემდგომ, ორივე ოჯახისთვის აღსრულება რამოდენიმე თვით გადაიდო.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშესაწყობად ქართული და ბერძნული მხარე კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდა
შემდეგი სტატიაჯგუფური სექსის პირდაპირი ტრანსლაციის გამო შვეედთში მიგრანტები დაიჭირეს