„თავისუფალია ქვეყანა, სადაც ოკუპანტის ჯარი არ დგას“

პრეზიდენტი ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველომ დამოუკიდებლობას მიაღწია, ახლა კი თავისუფალი უნდა გახდეს.

როგორც პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანამ საჭიროა თავისუფლებას მიაღწიოს და თავისუფალია ქვეყანა, სადაც ოკუპანტის ჯარი არ დგას.

„ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ახლა თავისუფლებას უნდა მივაღწიოთ. თავისუფალია ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე არ დგას ოკუპანტის ჯარი, რომელიც ქმნის თავის სახელმწიფოებრიობას ინდივიდის ირგვლივ, თავისუფალია ქვეყანა, რომელშიც კანონი არის უზენაესი ყველასთვის, რომელსაც შეუძლია თავის ისტორიული არჩევანი ცხოვრებაში განახორციელოს. ამ თავისუფლებისთვის გადავდგამთ ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს. ჩვენ დამოუკიდებლობიდან მივაღწევთ თავისუფლებას. როდესაც ვუყურებთ მიზნებს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ნათლად ვხედავთ, რომ ის იდენტურია ჩვენი ევროპული არჩევნის, იდენტურია საზოგადოების ისე განვითარებისთვის, როგორც ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ დაგეგმილი და რისთვისაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა სიცოხლე გასწირეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაში,, ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი ავტორიტეტის გამყარებაზე საზოგადოებაში”
შემდეგი სტატია,გამჭვირვალე პროცედურა უნდა არსებობდეს მოსამართლის წარსული საქმიანობის შესაფასებლად”