„თავისუფალი ზონის“ წევრი ონისე გერგედავა სოფელ ხურვალეთთან სამართალდამცველებმა დააკავეს

ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრი ონისე გერგედავა სოფელ ხურვალეთთან სამართალდამცველებმა დააკავეს, სადაც რუსული ოკუპაციის ფაქტი გააპროტესტა. ის საგზაო ნიშნის კონსტრუქციაზე აძვრა და წარწერები „ოკუპირებული შიდა ქართლი“ და „რუსეთს რა“ გააკეთა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ტრაფარეტიდან ჩამოსვლის შემდეგ, გერგედავა პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“მოხუც მშობლებს ხუთი წელია დღევანდელი უღირსი მთავრობა გვატყუებს” – დაკარგული გოგიტა აბულაძის დედა აქციას მართავს
შემდეგი სტატია“მე დღეს ვიხილე ნამდვილი ჩრდილოეთ კორეა- თენგიზ ჯგუშია