“თავისუფალი თაობა“: არჩევნებში მონაწილეობა არის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება

“ვიყავით და ვართ ბოიკოტის მომხრე
28 ნოემბრიდან ოფიციალურად შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი, ციხე გადავსებულია ახალგაზრდებით, პოლიტიკოსებით.
რუსთაველზე უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ივანიშვილის რეჟიმმა დახურა სასამართლო, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ყოველდღიურად აყალიბებს საპოლიციო რეჟიმს
ამ მოცემულობაში, დაყოფილი ოპოზიციით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება
ოპორტუნისტი კარიერისტები, რომლებიც მორალურ კომპრომისზე მიდიან უნდა ჩაირეცხონ, გინდ ახალგაზრდა იყოს, გინდ მხცოვანი
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ – წერს “თავისუფალი თაობა“ სოციალურ ქსელში

დღეს “ძლიერ საქართველოში’ განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მერია-ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელი!
შემდეგი სტატიაგიორგი მელაშვილი: დაყოფილი, ოპოზიცია განწირულია და რეჟიმი იზეიმებს გამარჯვებას