„თავისუფალი საქართველოს“ წევრები 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდნენ

„თავისუფალი საქართველო“ ჯერ კიდევ 27 თებერვალს აფრთხილებდა საზოგადოებას დავით გარეჯის შესაძლო გასხვისების შესახებ. ეს საფრთხე აშკარად გამომდინარეობდა იმ დაუფიქრებელი განცხადებებიდან, რაც სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში გააკეთა. მაშინ ჩვენი განცხადება კატეგორიულად უარყო, როგორც ხელისუფლებამ, ასევე – საპატრიარქომ, ხოლო სოციალურ ქსელში პარტია გახდა ე.წ. „ტროლების“ თავდასხმის სამიზნე.

სამწუხაროდ, როგორც მოვლენები ადასტურებს, „თავისუფალი საქართველოს“ პროგნოზი მართლდება: საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოდ ადევნებს თვალს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების აქტივობებს და ცდილობს ქართულ საზოგადოებაში შექმნას საინფორმაციო ფონი, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება.

„თავისუფალი საქართველო“ მიმართავს საქართველოს მთავრობას, გასცეს საზოგადოების შეკითხვებს ამომწურავი პასუხი: აზერბაიჯანული მხარის ბოლოდროინდელი აქტიურობა არის ქართულ მხარესთან შეთანხმებული პროცესი, თუ საქმე გვაქვს მეზობელი სახელმწიფოს თვითნებურ მოქმედებებთან.

პარტია მოუწოდებს აზერბაიჯანულ მხარეს, ნუ დაანგრევს ორ ქვეყანას შორის ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრულ ურთიერთობებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველო მომავალშიც რუმინეთის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად დარჩება – ტეოდორ მელესკანუ
შემდეგი სტატიალევან იზორია: ქართული სიტყვა – თავისუფალი – უნიკალურია მსოფლიოში