„თავისუფალი საქართველო” ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

კახა კუკავას პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს” ერთ- ერთი დამფუძნებელი გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ხელისუფლების სათავეში იმ ადამიანების დაბრუნებას, ვინც “ფეხქვეშ თელავდა ადამიანების უფლებებს და დევნიდა განსხვავებულ აზრს” და მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. მოსიაშვილის თქმით, ამ პოზიციას პარტიის ლიდერი კახა კუკავა და წევრებიც იზიარებენ.

„ვიცით, რომ პრეზიდენტს აქვს შეზღუდული უფლებები, მაგრამ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება იქნება ნიადაგის მომზადება ხელისუფლებაში მათ დასაბრუნებლად. ჩვენ ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს და საზოგადოებასაც მოვუწოდებთ, გააკეთოს გიონივრული არჩევანი”,- განაცხადა გიორგი მოსიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგელაშვილის ცემის საქმე – სააპელაციომ სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიამეტროს მემანქანეებს 2019 წელს ხელფასი არ გაეზრდებათ