თავისუფალი საქართველო ობიექტებზე უცხოურ წარწერებს აპროტესტებს

პარტია “თავისუფალი საქართველო” თბილისში სხვადასხვა სამშენებლო და კომერციულ ობიექტზე, ასევე სარეკლამო აბრებზე წარწერების მხოლოდ უცხოურ ენაზე განთავსებას აპროტესტებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს კანონდარღვევაა და ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურსაც აცნობეს.

“მხოლოდ უცხოენოვანი რეკლამის განთავსება სამართალდარღვევაა და იურიდიული პირის 3 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ამ ფონზე თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე მხოლოდ უცხოენოვანი ბანერებია განთავსებული. ასევე, ერთერთ მშენებარე ობიექტზე განთავსდა მასშტაბური წარწერა “Comming soon burgerbar”, აბრას ქართული შესატყვისი არ აქვს. სამწუხაროა, რომ კომპანიები საქართველოს კანონმდებლობის მიმართ უპატივცემლობას გამოხატავენ”,- განაცხადა “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ომანიძემ და მერიის ზედამხედველობის სამსახურს სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი წერეთელი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საინტერესო დისკუსიებით წარიმართა
შემდეგი სტატიაქუჩები თბილისში, სადაც ველობილიკი მოეწყობა