თავისუფალი საქართველო” აქციის მონაწილის სახით უერთდება შაბათს დაგეგმილ აქციას ფარული თვალთვალის წინააღმდეგ

ქვეყანა სადაც კონსტიტუცია ფეხებზე კიდია პრემიერ-მინისტრს, ქვეყანა არ არის, ჯუნგლებია

“თავისუფალი საქართველო” აქციის მონაწილის სახით უერთდება შაბათს დაგეგმილ აქციას ფარული თვალთვალის წინააღმდეგ, რომლის ორგანიზატორებიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “ეს შენ გეხება”.

“თავისუფალი საქართველო” განეკუთვნება პოლიტიკური პარტიების იმ მცირე ჯგუფს, რომელიც კატეგორიულად აპროტესტებდა პოლიციური სახელმწიფოს ნებისმიერ გამოვლინებას, როგორც წინა ისე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში: მიგვაჩნია, რომ საქართველოს არა აქვს თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების არანაირი შანსი, თუ პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება არა ახალი იდეები, პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ეკონომიკური კონცეფციები, არამედ – სექსუალური კომპრომატები.

იმედი გვაქვს, რომ შაბათის აქციას შეუერთდებიან სხვა არასაპარლამენტო პარტიებიც.

banner
წინა სტატიაშირეიტინგით ტიმოშენკო პოროშენკოს უსწრებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს