„თავისუფალი სამყარო იკვრება, რომ მოახრჩოს რუსეთი და ჩვენ ამ დროს არ უნდა ამოვვარდეთ აქედან, ეს იქნება პრაგმატულადაც და მორალურადაც მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე“ – გიგა ბოკერია

„მაგ თემაზე მაგარი არგუმენტი აქვთ ხოლმე პუტინისტებსა და ამ მთავრობის მომხრეებს, შეხედეთ რამდენს უხდის ევროპა რუსეთსო, დიახ ეგ ცუდია. ჩვენი კრიტიკის საგანი ყოველთვის უნდა ყოფილიყო და ახლაც უნდა იყოს, თავისუფალი სამყარო დამოკიდებული რომ იყო რუსეთზე ბევრ საკითხში, ეს იყო დიდი შეცდომა და ამის ფასი გადავიხადეთ ჩვენ, უკრაინელებმაც და თავისუფალმა სამყარომაც.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ფხაკაძის მიერ გაკეთებულ განცხადება რუსეთიდან საწვავის შემოტანაზე

მისი თქმით, ახლა, როგორც იქნა, დაგვიანებით, უფრო ნელა, ვიდრე მე ვისურვებდი, მაგრამ მაინც ხდება ამ დამოკიდებულების შემცირება ნაბიჯ-ნაბიჯ და ამ დროს ჩვენ ვართ მოწადინებულები რომ გავზარდოთ დამოკიდებულება, თუნდაც იმ წამს რაიმე მყისიერი მოგებისთვის. პრაგმატულადაც და მორალურადაც არის მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე.

„თავისუფალი ვაჭრობა შეიძლება გქონდეს მტერთანაც, ეგ შეიძლება მოხდეს, ამის თქმა არ მსურს, ოღონდ ყოველთვის უნდა ეცადო რომ მასზე დამოკიდებული არ იყო, რადგან როგორც კი მტერზე დამოკიდებული ხარ, ის ამას იყენებს შენი და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. ახლა, როგორც იქნა, ძლივს ამდენი წლის მერე მთელი თავისუფალი სამყარო იკვრება, რომ მოახრჩოს რუსეთი და ეს დამოკიდებულება შეცვალოს და ჩვენ ამ დროს არ უნდა ამოვვარდეთ აქედან.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიელჩი ყაველაშვილის წერილზე: სავსე იყო ტყუილით, შეთქმულების თეორიით, ბოლომდე ვერც წავიკითხე
შემდეგი სტატიაესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი თანამდებობას ტოვებს