„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა კანდიდატურა „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა

„თავისუფალი დემოკრატების“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაჟა ბექაურმა საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ წევრის გოდერძი ჩანქსელიანის სასარგებლოდ მოხსნა.

განცხადება თეთრიწყაროს „ქართული ოცნების“ შტაბში დღეს გაკეთდა. განცხადება ვაჟა ბექაურმა და მისი შტაბის ათმა წევრმა გააკეთეს.

როგორც ვაჟა ბექაურმა განაცხადა, ხსნის თავის კანდიდატურას გოდერძი ჩანქსელიანის სასარგებლოდ და უერთდება თავისი გუნდით „ქართულ ოცნებას“.

banner
წინა სტატიაში“კორსტანდარტ ბანკის” დიდუბის ფილიალის ყოფილი მმართველი დააკავეს
შემდეგი სტატია„წალენჯიხაში საარჩევნოდ „პალაჟენიას“ პარტიზანები ალაგებენ“