“თავისუფალი დემოკრატების” თბილისის ორგანიზაციის facebook გვერდზე კიბერ თავდასხმა მოხდა

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან

ალასანია“თავისუფალი დემოკრატების” თბილისის ორგანიზაციის facebook გვერდზე კიბერ თავდასხმა მოხდა. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ მათი გვერდი სავარაუდოდ გუშინ გვიან ღამით გატეხეს, რადგან დღეს დილით საიტის ადმინისტრატორებმა ვეღარ განახორციელეს გვერდის მართვა.

ჰაკერებმა წაშალეს გვერდის პროფილისა და ე.წ. ქავერ ფოტოები, თუმცა დანარჩენი შინაარსი ამ ეტაპზე შენარჩუნებულია. ასევე შეცვლილია მისი სახელი და ირაკლი ალასანია თბილისის გვერდის ნაცვლად მას ირაკლი ეს საქართველოა დაარქვეს.

თავისუფალმა დემოკრატებმა უკვე მიმართეს სამართალდამცველებს და ამ დროისთვის facebook გვერდის ადმინისტრატორი სოფო ჯოჯუა ვაკის რაიონის ნომერ პირველ განყოფილებაში დაკითხვაზე გადაჰყავთ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მუნიციპალიტეტის 17 სოფლის რწმუნებული და მათი ხელმძღვანელი სასამართლომ სამსახურში აღადგინა
შემდეგი სტატიამეჭიაური ქადაგიძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს